01:05 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 17:41:01, 2185 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტებმა“ და რუსმა დეპუტატებმა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობა განიხილეს

რუსმა და ქართველმა დეპუტატებმა ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ კი, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შესაძლებლობა განიხილეს, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შეხვედრა სახელმწიფო დუმაში დღეს გაიმართა. მას დსთ-ს საქმეთა კომიტეტის წევრები და ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ესწრებოდნენ.

მედია წერს, რომ ეს მოსკოვში ქართველი დეპუტატების მეორე ვიზიტია, ბოლო 3 თვის განმავლობაში.

"ჩვენ შეხვედრებზე რიგ საკითხებს განვიხილავთ, რომლებიც გადახედვას და გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებენ. პირველ რიგში კი, ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხია განსახილველი. ეს საკითხები საქართველო-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს და მათ დარეგულირებას ეხება. მათ შორის თანამშრომლობა სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის თვალსაზრისით, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე გადის", - განაცხადა დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა.

მისივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრაზე ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინაპრების და ნათესავების საფლავებზე ჩასვლაზეც ისაუბრეს.

კალაშნიკოვის შეფასებით, ეს "ძალიან სენსიტიური საკითხია".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics