12:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 16:52:31, 2338 ნახვა

სამართალი
მერიასთან მიმდინარე აქციაზე 3 პირი დააკავეს

თბილისის მერიასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს, 3 პირი დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

ადგილზე ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მერიაში შესვლა უნდოდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა. ისინი ითხოვენ, რომ დედაქალის მერიამ იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღოს.

მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics