15:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 14:53:25, 2143 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ახალ დოკუმენტში პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებს შორის მკაფიო ზღვარია გავლებული

„პრეზიდენტის უფლებამოსილებები მოწესრიგებულია და მკაფიო ზღვარია გავლებული პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებს შორის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომაზე მოხსენებით  გამოსვლისას განაცხადა.

როგორც  კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ნაწილს, აქ უნდა აღინიშნოს, რომ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელებული.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავდივართ არაპირდაპირი არჩევის წესზე, რაც ვენეციის კომისიამ ძალიან დადებითად შეაფასა. პრეზიდენტის სტატუსი რჩება უცვლელი, მოწესრიგებულია პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მკაფიო ზღვარია გავლებული პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებს შორის. რაც აქამდე იყო ძალიან არასწორად და ბუნდოვნად მოწესრიგებული. ეს იყო 2010 წელს ვენეციის კომისიის ერთ-ერთი  რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების საფუძველზე გავასწორეთ  პრეზიდენტის კომპეტენციების მომწესრიგებელი ნორმები. ეს ყველაფერი ვენეციის კომისიამ ასევე დადებითად შეაფასა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics