16:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 10:33:23, 1892 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: არჩევნებს იგებს ხალხი და არა ადმინისტრაციული რესურსი - მაგალითი 2012 წლის 1 ოქტომბერია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, არჩევნების დღეს ხალხს უნდა მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. 

მინისტრმა არჩევნებში მონაწილე ყველა პირს და პარტიას მოუწოდა კონკურენტული გარემო შექმნან.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა კანდიდატს ყველა პარტიიდან, ასევე, მოვუწოდო მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს, იმ ოპოზიციურ პარტიებსა და კანდიდატებს, რომლებიც, გარდა ოპოზიციური პარტიების კანდიდატობისა, არიან პარლამენტში თანამდებობებზე და ხელი მიუწვდებათ ადმინისტრაციულ რესურსზე, რომ გამიჯნონ სახელმწიფო და პარტია ერთამანეთისგან. გამიჯნონ ერთმანეთისგან ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს და  ხალხს და არა რომელიმე პარტიას და ამით შექმნან ერთმანეთში კონკურენტული გარემო. ჩვენ უნდა გავიხსენოთ 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, როდესაც კანდიდატების წინააღმდეგ ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა, ერთმანეთში იყო აღრეული სახელმწიფო და პარტია, მაგრამ ხალხმა მაინც მოახერხა და თავისი სწორი არჩევანი დააფიქსირა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არასოდეს აქვს ხოლმე დიდი მომავალი, არც ამ შემთხვევაში ექნება, თუკი რომელიმე მმართველი პარტიის ან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მაინც გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. თავისუფალი არჩევნების დღეს არჩევანს აკეთებს ქართველი ხალხი და მივცეთ ხალხს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება. ეს არის ჩემი საჯარო მოწოდება ყველა კანდიდატისადმი, განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტებში, აიპებში და გამგებლების დონეზე," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებისას. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics