16:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 17:02:55, 2336 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: შევასრულეთ პირობა, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებდით

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაარსობრივად, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია შესრულებულია.

თუმცა, მან იმ რეკომენდაციაზეც ისაუბრა, რომლის გათვალისწინებაც სხვადასხვა მიზეზის გამო,  არ შეიძლება:

„რაც შეეხება ვენეციის კომისიას, თავიდანვე ვთქვით, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებდით და ეს პირობა ჩვენი მხრიდან შესრულებულია. შინაარსობრივად ჩვენი დაპირება შესრულებულია. ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა იმას, რომ თურმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა ჩატარდეს არჩევნები. დამეთანხმებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სხვადასხვა მიზეზის გამო არ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რო თუ ვინმეს ავი ზრახვა აქვს, ხელისუფლებას პირველ რიგში, შეუძლია შევიდეს ფსიქიატრიულში და გამოიტანოს 200 შემოხაზული ბიულეტენი ძალიან მარტივად. ახალ რედაქციაში წერია, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რომლებიც სასამართლომ სცნო მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებული არიან შესაბამის სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებაში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics