22:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 17:14:25, 2296 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა ზურაბ სოტკილავას ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, ზურაბ სოტკილავას პანაშვიდს დაესწრო.

პრეზიდენტმა ოჯახის წევრებსა და კოლეგებს მიუსამძიმრა.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდზე მომღერლის ოჯახის წევრები, ახლობლები, კოლეგები, ასევე პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.

ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში, 18 სექტემბერს გარდაიცვალა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics