07:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 18:55:14, 2491 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაიწყო

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა წელს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე 20 და სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით 48 სტუდენტი მიიღო. საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების 70%-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტების საუკეთესო 10%-ი სრულიად უფასოდ ისწავლის.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა წელს პირველად მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტები. ეს საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა სამაგისტრო პროგრამის საფუძველზე, რომელიც უკვე ოთხი წელია, რაც არსებობს და ფინანსების შესწავლით დაინტერსებულ სტუდენტებს საუკეთესო განათლების მიღებას სთავაზობს. 

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში, სამაგისტორო პროგრამაზე წელს უკვე მეოთხე მიღებაა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში 2 წლიანი პროგრამაა. ხსენებული პროგრამა სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი; კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან; დასავლური განათლების მიღების საშუალება საქართველოში; სრული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა; გადახდის მოქნილი სტურქტურა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეწვიეთ: www.bog.edu.ge 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics