2017-09-20 16:58:14, 3152 ნახვა
მსოფლიო
სოციალურ ქსელში მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის ამსახველი კადრები გავრცელდა
სოციალურ ქსელში მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა.
კადრებში ჩანს სტიქიით გამოწვეული აფეთქება და ასევე შენობების ჩამონგრევის პროცესი.
2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 40-ზე მეტ ლოკაციაზე ნგრევაა დაფიქსირებული, მათ შორის ერთ-ერთი სკოლის შენობა დაინგრა, რის შედეგადაც 22 ბავშვი დაიღუპა, კიდევ 30 ადამიანს ნანგრევებში ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის 32-ე წლის თავს დაემთხვა, რომლის შედეგადაც მექსიკაში 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ,