2017-09-18 14:31:13, 2276 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს, თბილისის დროით 17:15 საათზე დაიწყება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს, თბილისის დროით 17:15-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სასამართლო, ლვოვის რაიონულ სასამართლოში, ქალაქ მოსტისკში გაიმართება.
"მოსტისკში მივემგზავრები, სადაც სასამართლო ჩემს სახლში დაბრუნების საკითხს განიხილავს. თუმცა, ახლახან მაცნობეს, რომ სასამართლო პროცესი 16:15-ზე (უკრაინის დროით) გადაიტანეს. სავარაუდოდ, ჯერ ვერ მოასწრეს ყველა მტკიცებულების მოპოვება ამ "საუკუნის დანაშაულთან" დაკავშირებით. რას ვიზამთ, დაველოდები, სამაგიეროდ მშობლიურ მიწაზე", - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. უკრაინის საგამოძიებო უწყებას მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც სააკაშვილს ედავებიან საზღვრის უკანონო გადაკვეთაა.
ავტორი: ,