|
2017-09-12 04:56:05, 2264 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდის CapEthica Investment Fund (CIF) წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტრომ ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ისაუბრა მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე, აგრეთვე გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ CapEthica Investment Fund-ი საქართველოში მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. როგორც უცხოელმა სტუმრებმა განაცხადეს, საერთაშორისო ბიზნეს წრეებში იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც გამოწვეულია ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და მიმდინარე წარმატებული რეფორმებით. შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)