|
2017-09-11 10:34:27, 2228 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: DCFTA საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსპექტივად აღიქმება
"საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსპექტივად აღიქმება ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA). სააგენტო Moody's-ის განცხადებით, ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან დაახლოება ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ბრიფინგი, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის Moody's-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესებას შეეხებოდა. 2017 წლის 11 სექტემბერს, Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)