15:24 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 05:28:28, 2158 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ტრიალ მინდორში ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა, ქალაქში, რომ ჩავაღწიო რამდენი მოვა

 „ტრიალ მინდორში ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა, ქალაქში, რომ ჩავაღწიო რამდენი მოვა“,-ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა  გუბერნატორმა, საქართველოს ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პროშენკო  დარწმუნებულია, რომ მისი ბრძანება შესრულდება.

მანვე  დასძინა, რომ მისი მიზანია უკრაინაში ჩასვლა და სასამართლოს გზით უფლებების დაცვა.

"მთავარი ამათი გეგმაა არშეშვება, მაგრამ ეშინიათ მათი სახელმწიფო აპარატის იმიტომ, რომ ამ სახელმწიფო აპარატს აქვს დაბალი მორალი, როგორც შევარდნაძის დროს იყო, ყველაფერი არის კორუფციაზე. პოროშენკო რატომღაც თვლის, რომ მე თუ შევედი უკრაინაში, ის დაემხობა, ეს რაღაც ზედმეტი წარმოდგენა აქვს ჩემს თავზე, მაგრამ ასე თვლის, ვინ ჩააგონა, არ ვიცი. შევარდნაძის არ ეშინოდა ჩემი ისე, როგორც პოროშენკოს ეშინია. მე არავის დამხობის გეგმა არ მაქვს. ჩემი გეგმა არის ჩასვლა, სასამართლოში ჩემი უფლებების დაცვა, ექსცესების გარეშე... ტრიალ მინდორში ამდენი ათასი ადამიანი რომ მოვიდა, ქალაქში რომ ჩავაღწიო რამდენი მოვა,“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics