15:25 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 01:27:51, 2084 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 10-16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის წევრებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენ ვოლაკთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან, ვილიამ სვენისთან, ასევე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან გაიმართება.

დაგეგმილია შეხვედრა მაკკეინის ინსტიტუტის, “ფრიდომ ჰაუსის“(Freedom House) და გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატები „კარნეგის ფონდის -საერთაშორისო მშვიდობისთვის“ მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანია ამერიკულ მხარეს მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ამერიკის კონგრესმა გააგძელოს საქართველოს როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური მხარდაჭერა.

„ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი მიზანია მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო რეფორმასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკის კონგრესმა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური ანუ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, ასევე განგრძოს საქართველოს მხარდაჭერა დაფინანსების კუთხით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში გამგზავრების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი შედიან.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics