14:59 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 01:23:41, 2413 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკში დაკავებული ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს  თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

ხურციძის მეგობრის მერაბ დვალიშვილის განცხადებით, ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მას დღეს გაათავისუფლებენ.

„ადვოკატი გაეცნო მასალებს და არაფერი არ არის. ვიდეოზე, რაზეც იყო საუბარი პროკურატურის მხრიდან, წინასწარი პატიმრობის განმავლობაში მოვიტანთ ამ ვიდეოსო და არაფერი არ არის ასეთი. დატოვეს წინასწარ პატიმრობაში იმიტომ, რომ ტელეფონზე ილაპარაკა   და ესეც უნდა შევისწავლოთო. გირაოთი უნდა გამოსულიყო, მაგრამ იქითა მხრიდან გაწელეს, არ აგზავნიდნენ მასალებს. 99% როგორც ადვოკატი ამბობს, გაათავისუფლებენ,“ -განუცხადა „რუსთავი 2“-ს  ხურციძის მეგობარმა.

ცნობისთვის, ხურციძე ივლისში 14 ქართველთან ერთად დააკავეს.

მათ ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics