|
2017-09-05 04:05:42, 2213 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-ის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტი დიმიტრი ქუმსიშვილს ხვდება
ფინანსთა სამინისტროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტსა და პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი ფრანსის მალიჟი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობას, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. EBRD-ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან. გარდა ამისა, EBRD-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ინვესტორთა საბჭოს სხდომაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)