|
2017-09-04 07:08:46, 2495 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა საპენსიო რეფორმის მიმდინარეობაზე შეხვედრა გამართა
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა წარადგინეს ანგარიში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, ასევე იმსჯელეს ცალკეულ საკვანძო საკითხებსა და რეფორმის განხორციელების ვადებზე. აღინიშნა, რომ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე, მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა. სამუშაო შეხვედრაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტიდა ვიცე-პრეზიდენტი, ასევე - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)