14:57 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 02:39:33, 2512 ნახვა

მსოფლიო
ტეხასში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ტეხასში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან, რომელმაც შესაძლოა 180 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ტეხასის გუბერნატორის გრეგ ებოტის ინფორმაციით, ზარალი ქარიშხალ “კატრინას” მიერ, ნიუ-ორლეანისთვის 2005 წელს მიყენებულ ზიანსაც აღემატება.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ხელმძღვანელი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს სტიქია გაკვეთილად მიიღონ და მსგავსი სიტუაციებისთვის საკუთარი სარეზერვო ფონდები შექმნან, იმისათვის, რომ ვაშინგტონისგან ნაბიჯებს არ ელოდონ.

მედის საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა. 43 ათასი ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს დაზარალებული რეგიონისთვის პირველადი ხარჯების სახით 7.8 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით უკვე მიმართა.

შეგახსენებთ, რომ სტიქია აშშ-ის რეგიონს 1 კვირის წინ დაატყდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics