2017-09-02 05:47:55, 2657 ნახვა
მსოფლიო
WikiLeaks-მა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფარული პროექტის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
WikiLeaks-მა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროექტ "Dumbo"-ს შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, - ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.
WikiLeaks-ის ინფორმაციით, პროექტ "Dumbo"-ს აქვს ვებ-კამერების გამოყენების ფუნქცია, რომელიც ფიზიკური წვდომის ჯგუფს (PAG) აფერხებს. PAG-ი კიბერ დაზვერვის ცენტრის ერთ-ერთი განყოფილებაა, რომელსაც CIA-ის სამიზნე კომპიუტერებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. მას ასევე შეუძლია ნებისმიერი სახის ვიდეოჩანაწერის დაზიანება ან განადგურება.
"Dumbo"-ს მეშვეობით შესაძლებელია იმ ვიდეო და აუდიო მოწყობილობების იდენტიფიცირება, რომლებიც ნებისმიერ კომპიუტერთან არის დაკავშირებული. ამასთან, მას აქვს შესაძლებლობა აკონტროლოს Windows-ის ოპერაციული სისტემა, ასევე წაშალოს ან თავიდან შექმნას რაიმე სახის ფაილი.
ავტორი: ,