07:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 02:02:43, 2147 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: საჭიროა, კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთ გამოწვევებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  იმ სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელმაც  ქვეყანა უნდა მოიყვანოს მზადყოფნაში სტიქიასთან გასამკლავებლად.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობის, მანქანების განახლება, ასევე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთ გამოწვევებთან. ამიტომ, პრემიერის განმარტებით,  როდესაც აბასთუმანში ცეცხლის ლიკვიდირება მოხდება,  აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა დაიწყება:

„მოგეხსენებათ, გლობალური დათბობის პირობებში, რა სიტუაციაც არის მთელი ევროპის მასშტაბით, არა მარტო ევროპის, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად, მსგავსი გამოწვევებისთვის. ვფიქრობ საჭიროა შესაბამისი აღჭურვილობის, მანქანების განახლება, ასევე კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი გამოწვევებთან, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს პირველივე დღეებიდან, როდესაც აბასთუმნის ცეცხლი ჩაქრება, მუშაობა ამ საკითხებზე. ვფიქრობ, მომავალი წლის ბიუჯეტშიც და ამ წლისაშიც, თუ იქნება შესაძლებლობა ამ რესურსის გათვალისწინების და ის სისტემური ცვლილებები იქნება გათვალისწინებული, რომელიც ქვეყანას უფრო მზადყოფნაში მოიყვანს ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ეს არის აუცილებელი. ვფიქრობთ, ამის ძალა შეგვწევს და აუცილებლად გავაკეთებთ ამას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics