14:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 11:18:26, 826 ნახვა

სამხედრო
გიორგი მარგველაშვილი და მაიკ პენსი „ღირსეული პარტნიორის“ ქართულ და ამერიკულ კონტინგენტს შეხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დღეს წვრთნების „ღირსეული პარტნიორი" ქართულ და ამერიკულ კონტინგენტს შეხვდება და მრავალეროვან სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართავს.

 "თავისთავად, ეს წვრთნები უაღრესად მნიშვნელოვანია, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად.

 პრეზიდენტს ექნება მიმართვა შეიარაღებული კონტინგენტისათვის, სადაც ხაზს გაუსვამს, როგორც ჩვენს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრებს და წარადგენს მის ხედვას საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოს ირგვლივ.

 საქართველოს პრეზიდენტს მანამდე ექნება საშუალება და ექნება კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, სადაც განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დაკავშირებულია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავალთან", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics