21:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-29 14:55:47, 2529 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, გულისაშვილის, მაისურაძის, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების ახორციელებს.

მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სატუმბო სადგურის მშენებლობას, 5 კილომეტრიანი ქსელის მოწყობას, რომლითაც 300 ოჯახი ისარგებლებს.

თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და გლდანის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ გლდანის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

სამუშაოებს, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 832 362,30 ლარია გამოყოფილი, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ ქონსთრაქშენს თექნოლოჯის“ აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics