21:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 11:28:15, 2418 ნახვა

სამართალი
პროკურორი: დღეს დაიკითხება მოწმე, რომელმაც გიორგი მამალაძე აეროპორტში მისვლამდე ნახა და სხვადასხვა ნივთები გადასცა

ე.წ. ციანიდის საქმეზე, ერთ-ერთი მოწმე, რომელიც სასამართლოს ჩვენებას მისცემს, მამ გიორგი მამალაძის უახლოესი მეგობარი იქნება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა მოწმე გიორგი მამალძე ყველაზე ბოლოს ნახა, სანამ ის აეროპორტში მივიდოდა.

„აღნიშნულმა პირმა, გიორგი მამალაძეს გადასცა სხვადასხვა ნივთები. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები“, - განაცხადა პროკურორმა.

მისივე მტკიცებით, აღნიშნული მოწმე გიორგი მამალაძეს ეხმარებოდა სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციის მიზნით გამოქვეყნებული სტატიების მომზადებაში.

ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე დაუსვამს შეკითხვებს, აქვს თუ არა მას კავშირი ციანიდის შეძენასთან.

„ჩვენ ამის შესახებ დავუსვამთ შეკითხვებს, რამდენად გულწრფელი იქნება ამასაც შევაფასებთ. ის იყო ერთ-ერთი პირი, რომელმაც უკანასკნელად ნახა მამალაძე და გადასცა სხვადასხვა ნივთები. იყო თუ არა მათ შორის ციანიდი, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება შეკითხვები“, - აღნიშნა გუბელაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლო ორი მოწმე დაიკითხება. მათი დაკითხვის შემდეგ კი, წერილობითი მტკიცებულებების განხილვა დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics