19:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 20:02:07, 2820 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ მიზანს საქართველოსა და ტუნისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორი ქვეყნის ავიაკომპანიებისათვის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შემუშავება წარმოადგენდა.

გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა „ურთიერთგაგების მემორანდუმი", რაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის საავიაციო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, საქართველოსა და ტუნისის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, მხარეთა ტერიტორიებზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის შეასრულონ რეგულარული და ჩარტერული სამგზავრო და სატვირთო ფრენები ნებისმიერი სიხშირით, შეზღუდვების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, ტუნისის მხრიდან შეხვედრას ავიაკომპანიები „Nouvelair" და „Tunisair" ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან ავიაკომპანიებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საავიაციო ბაზარზე დაშვების კუთხით არსებულ მოთხოვნებზე და თანმდევ პროცედურებზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics