20:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 17:52:28, 2445 ნახვა

ეკონომიკა
აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის გაფართოების პროექტი იწყება

„აგვისტოში ქუთაისის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ  განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ერთდროულად 6  რეისს მოემსახურება.

„ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება აგვისტოში. ტერმინალის გაფართოების პროექტი, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, ერთდროულად 6 რეისს მოემსახუროს. ეს პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაშია, რომელიც ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ, ვფიქრობთ, რომ ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს. 92%-ით არის გაზრდილი მგზავრთა ნაკადი წლის დასაწყისიდან და ეს რა თქმა უნდა ერთი მხრივ არის ვიზალიბერალიზაციის შედეგი, ხოლო მეორე მხრივ ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგი”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics