2015-04-23 11:29:07, 385 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო მარგველაშვილს: მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენიც, რომ მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ
"მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენიც იმისათვის, რომ ჩვენ მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ",-ამის შესახებ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
" მოხარული ვარ ჩვენი შეხვედრის. თქვენი კარგი მასპინძლობის. ამისათვის დიდ მადლობას გიხდით.ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ფუნდამენტი ჩვენი მომავალი ურთიერთობისთვის, რომელიც გამყარებული იქნება მყარი ეკონომიკური ურთიერთობებით. პოლიტიკაში არ გვაქვს არანაირი ურთიერთდაპირისპირება. მე მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენიც იმისათვის, რომ ჩვენ მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ",-განაცხადა ალქსანდრ ლუკაშენკომ.
საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან