17:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 16:43:13, 2379 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ Mobile Pay-ს ახალი მაღალტექნოლოგიური ფუნქციები დაემატა

ვითიბი ბანკისა, Visa -ს და  კომპანია Pri-Num  - ის თანამშრომლობის შედეგად, მობილური გადახდების აპლიკაციას Mobile Pay - ს ახალი მაღალტექნოლოგიური პლატფორმა Visa Token Service დაემატა.

აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით  მობილური გადახდები მაქსიმალურად უსაფრთხო ხდება. კერძოდ, გადახდის მომენტში ბარათის რეალური მონაცემების ნაცვლად სპეციალურად შექმნილი ერთჯერადი კოდის (ტოკენის) გადაცემა ხდება, რაც გამორიცხავს თქვენი ბარათის მონაცემების უცხო პირთან მოხვედრის შესაძლებლობას. ტოკენიზაცია უზრუნველყოფს გადახდის ონლაინ მომსახურებას საბანკო ბარათის გამოყენებისა და შეხების გარეშე.

ამის გარდა, საქართველოში პირველად, ვითიბი ბანკი Mobile Pay - ს  მომხმარებელს სთავაზობს ახალ შესაძლებლობას, ნებისმიერი გადახდა, რომელიც 45 ლარს აღემატება, პინ კოდის ნაცვლად  თითის ანაბეჭდით დაადასტუროს. აღნიშნული სიახლე კიდევ უფრო გაამარტივეს აპლიკაციის მოხმარებას.

შეგახსენებთ, რომ Mobile Pay წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს  აძლევს საშუალებას, მარტივად აწარმოოს უკონტაქტო გადახდები. ამისთვის, მხოლოდ  მობილური ტელეფონის ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალთან მიახლოებაა საჭირო. აპლიკაციაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის ბარათების ატვირთვა, ხოლო ანგარიშსწორების მომენტში მომხმარებელი თავად ირჩევს თუ რომელი ბარათით სურს გადახდა.  Mobile Pay-თ სარგებლობა და გადახდების წარმოება უფასოა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics