13:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 18:32:35, 2306 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ, 14 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.kids.org.ge რეგისტრაციის გავლას შეძლებენ იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში არ შედიან.

ცნობისთვის, რეგისტრაციის პირველ პირველი ეტაპი 7 ივლისს დაიწყო და დარეგისტრირდნენ შემდეგი კატეგორიის ბავშვები: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები (100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები); სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე.

რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) 2 წლის იქნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics