|
2017-07-13 13:12:59, 2645 ნახვა
კომენტარი
ელისო კილაძის შვილი: ნარკოტიკი ჩამიდო ვასაძემ, რომელიც პოლიციელის შვილია
"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოთი გათავისუფლების შესახებ, მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც ხარშილაძემ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს და ეს მისივე თქმით, დედამისის საქმიანობას უკავშირდება "უდანაშაულო ვარ. ნარკოტიკი ჩამიდო ვასაძემ, რომელიც პოლიციელის შვილია. ყველაფერის მოტივი კი დედაჩემია და მისი საქმიანობა. დღევანდელ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა გადაწყვეტილება და ნამდვილად მოულოდნელი იყო. დანარჩენზე შემდგომ ვისაუბრებ“,- აღნიშნა ხარშილაძემ. შეგახსენებთ, რომ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)