13:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 10:56:51, 2630 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
პრეზიდენტი: საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მოთამაშე

პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, წლების განმავლობაში ქართველი მამაკაცები და ქალბატონები უნიფორმაში ემსახურებოდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და თავისი სიცოცხლის ფასად თავისი წვლილი შეჰქონდათ გლობალური, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების პროცესში. 

„უკვე მეთოთხმეტეჯერ ტარდება მშვენიერ ბათუმში ეს კონფერენცია, კონფერენცია, რომელიც ხაზს უსვამს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და აღნიშნავს ხოლმე იმ ეტაპებს, იმ ნაბიჯებს, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი,სახელმწიფო, საზოგადოება გავდივართ ხოლმე ამ წლის განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილებით ვთქვათ, რომ ამ გზაზე ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება ნამდვილად წარმატებულად ვითარდება. საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე, რადგან წლების განმავლობაში ჩვენი მამაკაცები და ქალბატონები უნიფორმაში ემსახურეებოდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და თავისი სიცოცხლის ფასად თავისი წვლილი შეჰქონდათ გლობალური, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების პროცესში, ასე რომ არა მხოლოდ ჩვენ შევდივართ ევროპულ პროცესში როგორც დაინტერესებული მხარე ვიყოთ მომხმარებელი ევროპული სიკეთის,არამედ როგორც მხარე, რომელსაც გააჩნია თავისი კონტრიბუციის და თავისი თანამონაწილეობის ამბიცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 13-14 ივლისს ბათუმი რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ მასპინძლობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics