17:08 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 14:54:07, 2710 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება არ იგეგმება

"არ იგეგმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, ვიდრე მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია”,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ციხელაშვილი კანონში რაიმე ცვლილებას არ გამორიცხავს:

„რა თქმა უნდა, ამ კანონს გავაუქმებთ მაშინ, როდესაც შეწყდება ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენს თვითმიზანს არ წარმოადგენს ამ კანონის შენარჩუნება. რაც შეეხება ცვლილებებს კანონში, ადრეც მითქვამს, რომ განხორციელებულა ადრეც, არაერთხელ და ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით. არ არის გამორიცხული, რომ განხორციელდეს კიდევ, რომელიც მიმართული იქნება ადამიანების ყოფის შემსუბუქებისკენ. ოპოზიციური პარტიების განცხადება ამ კანონთან დაკავშირებით, ქვეყნის პოლიტიკას არ განსაზღვრავს", - განაცხადა ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics