14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 12:26:21, 402 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: არ გვაქვს უფლება, ორი მაღალი რანგის რეზიდენცია გვქონდეს

„მძიმე სოციალურ ფონის პირობებში, არ გვაქვს უფლება, ორი ასეთი მაღალი რანგის რეზიდენცია გვქონდეს“, –ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს ათონელის რეზიდენციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

კალაძის თქმით, ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის დასრულებაზე გადაწყვეტილების მიღებაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იღებდა მონაწილეობას. ახლა კი, მისთვის გაუგებარია, რატომ აცხადებს მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლაზე უარს.

 „საქართველოში, სადაც უამრავი პრობლემა და მძიმე სოციალური ფონია, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ გვქონდეს ორი ასეთი მაღალი რანგის  რეზიდენცია. ჯერ იყო და პრეზიდენტის რეზიდენციაზე , რაც აშენდა, დაიხარჯა ნახევარი მილიარდი, იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მოსახლეობას ძალიან უჭირს – ეს არასწორი იყო. ამასთან, მითუმეტეს როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული ათონელის რეზიდენციის დასრულებაზე, მონაწილეობას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იღებდა. დღეს კი გაუგებარია მისი პოზიცია, როდესაც ამბობს, რომ მას არ აინტერესებს რეზიდენციაში გადასვლა“, – განაცხადა კალაძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ ამ თემის აჟიტირება ხდება.

„მიზანმიმართულად ხდება აჟიტირება, რომ თითქოს ვიღაც იჩაგრება და გვინდა ვიღაცას დაჩაგვრის მანტია მოვასხათ. ეს გარკვეული ჯგუფებისა და ტელევიზიების ინტერესებში შედის“,– აღნიშნა ვიცე–პრემიერმა.  

ამასთან,   „თავისუფალი დემოკრატების“ შეთავაზებას  ათონელის რეზიდენციაში პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადასვლაზე, კალაძემ უპასუხა, რომ ღარიბაშვილი კანცელარიაში თავს ნორმალურად გრძნობს  და დიდი ფუფუნება არ სჭირდება.

„პრემიერს კანცელარიაში აქვს თავისი სამუშაო ადგილი, სადაც ის თავს ნორმალურად გრძნობს.  შესაბამისად რაიმე დიდი ფუფუნება პრემიერს არ სჭირდება“, – აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics