15:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 17:11:36, 2914 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Euromoney  „თიბისი ბანკი“  საქართველოში  2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა,  ეს ჯილდო მთელი გუნდის შრომის აღიარებაა.

„მოხარული ვართ, რომ  საუკეთესო ბანკის წოდება ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ მოგვანიჭა. ეს ჯილდო  მთელი გუნდის შრომის აღიარებაა. ამ შრომის შედეგად მუდმივად უმჯობესდება ბანკის  ფინანსური შედეგები და მომხმარებლებს  საუკეთესო ფინანსურ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ", -განაცხადა  ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

პრესტიჟული ჯილდო „თიბისი ბანკმა“  უკვე მეექვსედ მიიღო, როგორც საუკეთესო ბანკმა  მომხმარებელთა კმაყოფილების, მულტიჩენელის განვითრებისა და გამორჩეული ფინანსური შედეგების მიხედვით.

„თიბისი ბანკი“  საქართველოში საუკეთესო ბანკად Euromoney-ს მიერ 2011 წლიდან სახელდება.

 აღსანიშნავია, რომ Euromoeney Magazine-ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში.  

დაჯილდოება  20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას მოიცავს  რეგიონსა და საქართველოში, ასევე  საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის  ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

(R) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics