11:59 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 16:35:20, 2313 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს

13 მომხრე - 2  წინააღმდეგი- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე ვასილ მშვენიერაძე აირჩია. 

ის ამ პოზიციაზე  დღეიდან იქნება დანიშნული. 

საბჭოს წევრებმა ასევე  კენჭი უყარეს ვასილ მშვენიერაძის თბილისის საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციული  კოლეგიის თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხს და ის ამ თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. ვასილ მშვენიერაძის  კანდიდატურა ახალი შემადგენლობის საბჭოს პირველ სხდომაზე დღეს სწორედ გიორგი მიქაუტაძემ დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics