12:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 11:48:57, 2044 ნახვა

კომენტარი
ლაშა აბაშიძე: ელიავას ბაზრობაზე საქონლისა და მაღაზიების დიდი ნაწილი გადარჩენილია

თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მდგომარეობის სრული აღწერა დღეს მოხდება.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, აღწერის შემდეგ ის ხანძრის შედეგად დაზარალებულს შეხვდება. მისივე ინფორმაციით, საქონლის საკმაოდ დიდი ნაწილი გადარჩენილია.

"დღევანდელი გეგმაა, მოხდეს მდგომარეობის სრული აღწერა, თუ რა არის გადარჩენილი და რა დაზიანებული. ამ აღწერის შემდეგ ვგეგმავთ შევხვდეთ მეპატრონეებს და მათთან ერთად გავიაროთ კონსულტაციები, თუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯი. რაც მთავარია, შიგნით ბევრი საქონელია გადარჩენილი გამომდინარე იქიდან, რომ დახლებზე არ იყო და კაპიტალური მაღაზიებია. რაც შეეხება ზარალს, სანამ არ გვეცოდინება სრული სურათი შიგნით რა ხდება, კონკრეტულ ციფრებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics