|
2017-06-30 11:17:45, 2215 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით ორგანიზებული „გახდი ოლიმპიელი 2017“ დასრულდა
„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობითა და საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით "გახდი ოლიმპიელი 2017"-ის დაჯილდოვება ჩატარდა. ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი არის, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2016 წლის 11 აპრილს დაარსდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მონაწილე ოლიმპიელები, მათ შორის ოქროს , ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები. საქართველო მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში 1992 წლიდან მონაწილეობს. დღემდე მოპოვებულია ორი ოქროს მედალი. აქედან ერთი ოქროს მედალი მოიპოვა კავშირის წევრი ოლიმპიელების მოსწავლემ. „გახდი ოლიმპიელი 2017"-ში მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის და სხვა რეგიონების სკოლების მე-6-ე კლასის 1000-მდე მოსწავლემ. ხოლო ფინალურ ტურში გადავიდა 73 მონაწილე. დაჯილდოვებაზე 3 მონაწილეს გადაეცა პრიზები - პირველი, მეორე და მესამე ადგილისათვის, ხოლო ოლიმპიადის ფინალური ტურის დანარჩენ მონაწილეებს საპატიო სიგელები (8 მონაწილე) და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის სერტიფიკატები (73 მონაწილე). ხვდათ წილად. მოხარულები ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის შესანიშნავი ინიციატივის განხორციელებაში, რომლის მიზანია აღმოაჩინოს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები და და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. განათლების ხელშეწყობა არის ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიული ცოდნისა და უნარჩვევების მიღება, რათა თითეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება და ფინანსური უზრუნველყოფა. მინდა მივულოცო ოლიმპიადაში გამარჯვებულ, ქვენისთვის საამაყო თითოეულ მონაწილეს და ვუსურვო უდიდესი წარმატება. - განაცხადა ლიბერთი ბანკის დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა. „გახდი ოლიმპიელი" უკვე მეორე წელია რაც ტარდება. საგულისხმოა, რომ წინა წლიდან მოყოლებული, ოლიმპიადის წარმატებულ მონაწილეებს კავშირის წევრები ამეცადინებენ. ამ წელს კი ამ მეცადინეობებს „გახდი ოლიმპიელი 2017"-ის წარმატებული მონაწილეები და გამარჯვებულებიც შემოუერთდებიან. ჩვენი მიზანია ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათ განვითარებაზე ზრუნვა, რადგან განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის დირექტორმა, ემზარ ოთხოზორიამ.
(NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)