12:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 14:18:04, 2787 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორი: ლილი გელაშვილმა დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძე ციანიდის შეძენით იყო დაინტერესებული

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, ადვოკატი ლილი გელაშვილი დღეს გიორგი მამალაძის მხრიდან ციანიდის შეძენით დაინტერესების ფაქტზე, მოწმის სახით დაიკითხა.

მისი თქმით, ლილი გელაშვილმა ჩვენებაში დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძე ციანიდის შეძენით დაინტერესებული იყო.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდებოდა გიორგი მამალაძეს ციანიდი, პროკურორმა აღნიშნა, რომ ლილი გელაშვილს უშუალოდ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა არ ჰქონია, შესაბამისად, მან ეს ინფორმაცია მხოლოდ ირაკლი მამალაძის გადმოცემით მიიღო.

„როგორც ირაკლი მამალაძემ დაადასტურა, რომ ციანიდი მკვლელობის მიზნით სჭირდებოდა გიორგი მამალაძეს, იგივე დაადასტურა ლილი გელაშვილმაც“, - განმარტა პროკურორმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics