|
2015-04-21 11:32:42, 579 ნახვა
საზოგადოება
რიკოთის გვირაბში 21-23 აპრილს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე მოძრაობა იკრძალება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ელექტრო–მექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 21, 22 და 23 აპრილს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ხოლო დღე–ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით. „დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)