11:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 13:08:20, 2130 ნახვა

კომენტარი
მურუსიძე: უმაღლესი საბჭოს მდივანი აღარ ვიქნები, შესაბამისად, პიროვნული ფაქტორები უკანა პლანზე გადაიწევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე საბჭოს ახალ წევრებს და არასამთავრობოებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

როგორც მურუსიძემ განმარტა, ის საბჭოს მდივანი აღარ იქნება და არსებული პიროვნული ფაქტორები, თანამშრომლობას ხელს აღარ შეუშლის.

"ის პრობლემები რასაც აჟღერებენ ჩვენი პატივცემული არასამთავრობოები, ვერ გამოსწორდება. იმედი მაქვს, რომ იუსტიციის ახალ უმაღლეს საბჭოსთან მოხდება თანამშრომლობა იმ ფართო წრეების, ვინც არის გულწრფელად დაინტერესებული, რომ სასამართლომ თავისი დამოუკიდებლობა განამტკიცოს და განვითარდეს. იმედიანად ვარ განწყობილი. ამიტომ ყველაზე კარგი იქნება, რომ ახლა ლევან მურუსიძე აღარ არის, შესაბამისად ის პიროვნული ფაქტორები, რაც ვთქვათ ჰქონდათ, ვფიქრობ რომ უკანა პლანზე გადაიწევს. მოვუწოდებდი ყველას, რომ ახალმა საბჭომ და ყველამ ითანამშრომლონ ქვეყნის და მართლმსაჯულების საკეთილდღეოდ", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics