|
2017-06-21 15:52:57, 2794 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი აირჩია
პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 33 კანდიდატს, რომლებიც ფორმალურად აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. პარლამენტმა 33 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ირმა გელაშვილი, ლევან გზირიშვილი, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ზაზა ხარებავა აირჩია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველი 33 კანდიდატი იყო: იგორ კოპალიანი, ვალერიან გავაშელი, ლევან გზირიშვილი, ქეთევან ბექაური, ლევან ბერიძე, ირმა გელაშვილი, მაგური ლიპარტელიანი, რაჟდენ კუპრაშვილი, სულხან ონიანი, შალვა ქურდაძე, იოსებ ვარძელაშვილი, ნოდარ პაპუკაშვილი, თეა ჯუღელი, ლალი გზირიშვილი, პაატა ტურავა, ირაკლი დვალიძე, მარინე კვაჭაძე, ნინო ნიშნიანიძე, ამირან ზენაიშვილი, ალექსანდრე ჩხიტაური, ინგა ბერიძე, თამაზ კაპანაძე, ირაკლი ჩხარტიშვილი, ზაზა ხარებავა, მაია ივანიძე, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიძე, გრიგოლ გაგნიძე, ავთანდილ კახნიაშვილი, ბესიკ სისაძვე, ავთანდილ აბაშიძე, ზურაბ აზნაურაშვილი. კიდევ ერთი კანდიდატის ლევან ჯოხაძის დოკუმენტაცია, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მომხსენებელმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, არ იყო სრულად შესაბამისობაში კანონის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, მისი კანდიდატურისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კენჭი არ უყრიათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)