13:07 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 10:03:38, 407 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, დაინგრა ქვეყანა და ამ დროს მსგავსი არაფერი არ ხდება

„ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, დაინგრა ქვეყანა და ამ დროს მსგავსი არაფერი არ ხდება“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 20/30-თან  საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნულის მიღწევას „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს.

„რატომ გაჩნდა საზოგადობაში შფოთვა და ბევრი ეთანხმება ოპოზიციას, რომ ხელისუფლება არის სუსტი და უუნარო, ეს იმიტომ, რომ მონაპოვრით, რაც საზოგადოებამ მიიღო, ისევ ყოფილი მთავრობა და ოპოზიციად შერაცხული "ნაციონალური მოძრაობა" სარგებლობს. ის ისევ განაგრძობს საკუთარ საზოგადოებაზე ძალადობას, რაც ამ შემთხვევაში, სიცრუით ხდება. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცრუით მოახერხონ და ქვეყნაში არ შემოვიდეს ინვესტიცია. პერმანენტულად იბრძვიან და ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, ჩამოიშალა ეკონომიკა, დაინგრა ქვეყანა. ამ დროს მსგავსი არაფერი არ  ხდება“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics