|
2017-06-11 13:12:06, 1829 ნახვა
საზოგადოება
იუნა შაფათავა: ვერ ვხედავ გმირობის შემადგენლობას და ცოტა შემოილაწუნეთ
მსახიობი იუნა შაფათავა Birja Mafia-ს წევრების დაკავების ფაქტს და გუშინდელ აქციას ეხმაურება. როგორც შაფათავა სოციალური ქსელის მეშვეობით წერს, „თეთრი ხმაური“ ანტისახელმწიფებრივი ინერესებიდან მოქმედი ირგანიზაციაა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.შაფათავა განვითარებულ მოვლენებს იაფ პროვოკაციას უწოდებს. „თეთრი ხმაური ანტისახელმწიფებრივი ინერესებიდან მოქმედი ირგანიზაციაა ქვეყნის დესტაბილიზაციაზე მიმართული. ვერ ვხედავ გმირობის შემადგენლობას და ცოტა შემოილაწუნეთ, თვალი ყური გაახილეთ. ხმაური უნდა გეკუვთვნოდეს, რომ იხმაურო.აქ საქმე ჩადება-არჩადებაში არ არის. ეს ვითომ "კაი ბიჭები" საიდან და რა მიზნით მოქმედებენ, ყველამ იცის. სანამ იხმაურებთ, ხმაური უნდა გეკუთვნოდეს. იაფი და უნიჭო პროვოკაცია გმირობა არ არის. გმირი ბევრი ყავს უცნობი,საქართველოს. ესენი არიან ლაყე პროვოკატორები. ესაა ჩემი პოზიცია. მშვიდობა საქართველოს და საქართველო უპირველეს ყოვლისა“,-წერს იუნა შაფათავა. შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ გამოტანილი, მათ შორის: „ჩვენ მოვიგებთ ომს“, „გაბედე დეკრიმინალიზაცია“, „სამწუთიანი კლიპისთვის 20 წელი“ და სხვა. ცნობისთვის, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)