09:40 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 21:53:41, 2191 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: მიწების გაყიდვის აკრძალვის შინაარსს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ

 „მიწების გაყიდვის აკრძალევის შინაარსს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით  გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

 „მიწა არ გაიყიდება დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ”იყიდება საქართველო”. მიწის გაყიდვას  ბუნებრივია ხელს მეც არ მოვაწერ, მაგრამ მიწის არ გაყიდვა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორ მომცემ შენ მე შესაძლებლობას და როგორ ამათვისებინებ. მე ვამბობ, რომ ჯერ მაჩვენე რაღაცა სქემა, რომლითაც უცხოელსაც დააინტერესებ, ქართველსაც დააინტერესებ, ბანკს დააინტერესებ, რომ რეგიონში ფული წაიღოს და პატარა 1000 კვადრატიანი მიწის ნაგლეჯებისგან რაღაც გააკეთოს. ეს მაჩვენე და მერე თუ ამაში ჯდება, რომ სასაზღვრო ზოლი ან მთლიანად მიწა არ გავასხვისოთ, ეს უკვე ამას უნდა მოყვებოდეს. ამ ეტაპზე ამ აკრძალვის შინაარსს ვერ ვხედავ. ჩამოდი ჩემთან ერთად და ნახე როგორი რთულია მიწის მოვლა. ჩამოდი და ნახე როგორ ვცხოვრობ და როგორი რთულია. მე პომიდორიც მომყავს და კიტრიც, მე და ლუკაშენკომ ერთად დავთესეთ, მაგრამ მე ეს გაჭირვებით არ მაქვს, მაჩვენე შენ მე საქართველოს მოსახლეობის ნახევარს რანაირად შველი და მერე დალიე საქართველოს სადღეგრძელო და მერე თქვი ჩურჩულით იყიდება საქართველო“,-განაცხადა მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics