07:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 18:57:43, 2656 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა უცხოური ინვესტიციით შექმნილი სხივური მედიცინის ცენტრი დაათვალიერა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უცხოური ინვესტიციით შექმნილი სხივური მედიცინის ცენტრის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. 

მან დაათვალიერა უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა, რომელსაც ერთდროულად 150-მდე პაციენტის მომსახურება შეუძლია. 

ჰოსპიტალის საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ ლარია. კლინიკაში 30 ადამიანი დასაქმდება. ცენტრში დანერგილი აპარატურა საშუალებას იძლევა, ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მაღალეფექტური მკურნალობა.  

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საზღვარგარეთის კლინიკებში აღნიშნული მომსახურებით საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს.  

„დღეიდან შესაძლებელია, რომ ეს მომსახურება მათ გაეწიოთ ჩვენს ქვეყანაში,“  - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ახლადგახსნილი კლინიკა საქართველოში ახალი სამუშაო ადგილებისა და დამატებული ღირებულების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

კლინიკის გახსნას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics