|
2017-06-09 11:27:50, 1798 ნახვა
საზოგადოება
ICDI დედაქალაქის 5 საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებს გადაამზადებს
,,ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის“ - პროექტი, რომელიც ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ სსიპ ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწალების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება! 3 ივნისს დაიწყო. პროექტის მიზანი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და პოტენციური საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერებაა. ტრენინგები ჩატარდება თბილისის ხუთ საარჩევნო ოლქში პარტიების წარმომადგენელთა და პოტენციურ კომისიის წევრთა საარჩევნო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და კონკრეტულად შემდეგ ოლქებს მოიცავს: ისანი, სამგორი, დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი 7 ივნისის ჩათვლით გადამზადდა პოლიტიკური პარტიების 25 წარმომადგენელი, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგებისა და სიმულაციური სავარჯიშოების შესრულებაში. ცენტრის წარმომადგენლობა მოხარულია, მონაწილეთა მხრიდან არაერთი პოზიტიური შეფასებით, რაც აისახა ანკეტებში, რომელთაც პერმანენტულად ავსებდნენ ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები. კიდევ ერთხელ, მადლობა, დონორ ორგანიზაციას, პროექტის საორგანიზაციო ჯგუფს, ტრენერებსა და ჩვენს ძვირფას მონაწილეებს საინტერესო და ნაყოფიერი ხუთდღიანი მუშაობისთვის და იმ შედეგებისთვის რასაც მოახლოებულ არჩევნებზე მოცემული ტრენინგების წყალობით მოვიმკით!
(NS)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)