|
2017-06-09 10:45:11, 2045 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანდრეა ტომპსონი: მაღალი დონის ჩართულობა მკვეთრად მიანიშნებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან პარტნიორობა
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომპსონმა სიტყვით მიმართა Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერასა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეების პრიორიტეტულობაზე, რასაც მისი განცხადებით კარგად მოწმობს ბოლო პერიოდში უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრები. "თუ ვინმეს აინტერესებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ძალიან თვალსაჩინოა, თუ რამდენად აფასებს ახალი ადმინისტრაცია ჩვენს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან. ადრეული პერიოდიდანვე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მას შეხვდით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩვენი პირველი საგარეო ვიზიტისას, შემდეგ კი - გასულ თვეს, როდესაც გვერგო პატივი მისთვის გვემასპინძლა თეთრ სახლში. შესანიშნავი შეხვედრა და დიალოგი გვქონდა, რასაც მოჰყვა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ოვალურ ოფისში. ასე რომ, თავიდანვე აშშ-ის ადმინისტრაციას ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი და ჩართულობა აქვს ჩვენს ქართველ მეგობრებთან. რამდენიმე კვირის უკან, ბრატისლავაში, მქონდა საქართველოს პრემიერ-მინიტრთან ორმხრივი შეხვედრის და შესანიშნავი დისკუსიის გამართვის პატივი. სლოვაკეთში, „GLOBSEC"-ის კონფერენციის ფარგლებში ჩვენ ერთსა და იმავე პანელში მივიღეთ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალაუფლებაში მოსვლის დღიდან, მხოლოდ რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში, აშშ-ის ადმინისტრაციამ მრავალი შეხვედრა გამართა ქართველ მეგობრებთან. მიმაჩნია, რომ მაღალი დონის ჩართულობა მკვეთრად მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა"- განაცხადა ანდრეა ტომპსონმა. მისი განცხადებით აშშ-ს და საქართველოს მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ფაქტორი არის დემოკრატიული ღირებულებები, რომელსაც განუხრელად იცავს ორივე ქვეყანა და „სწორედ ამიტომაა, რომ აშშ-ი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას". ანდრეა ტომპსონმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან სამხედრო დანაყოფებით ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის მისიისათვის. „მე ყოფილი ჯარისკაცი ვარ. 28 წელი ვმსახურობდი შეიარაღებულ ძალებში და ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მსახური. მათთან ერთად ავღანეთში გავატარე დროის უმეტესობა, მოწმე გავხდი იმ მტკიცე ხელმძღვანელობის, ერთგულების, დისციპლინის, პატრიოტიზმისა და იმ შეუპოვრობის, რომელიც ამ სამხედრო დანაყოფებს ახასიათებს და ისინი დღესაც განაგრძობენ ჩვენს გვერდით ყოფნას"-აღნიშნა ტომპსონმა. მან აშშ-ს სახელით კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, ისევე როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პროცესისადმი, რაც მისი თმით ასევე განხილული იყო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებას გაწევრიანდეთ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ორშაბათს გამართული ატლანტიკური საბჭოს ვახშამზეც, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მონტენეგროს, როგორც ნატო-ს ახალ წევრს, მიულოცა კლუბში გაერთიანება. ეს კარი ღიაა, განაგრძეთ ნატო-ში ინტეგრაციისაკენ სვლა"- აღნიშნა მან. თეთრი სახლის წარმომადგენელი მიესალმა დემოკრატიული და კანონის უზენაესობის განმტკიცებისათვის მიმართულ რეფორმებს. აღნიშნა ეკონომიკის მიმართულებით გატარებული რეფორმები, რაც საქართველოს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად წარმოაჩენს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)