|
2017-06-08 14:51:54, 1605 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე დევნილთა შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დევნილთა პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან ჩართული. „ჩვენ სახალხო დამცველის აპარატთან გვაქვს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, დევნილთა პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით,ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან ჩართულები. ჩვენთვის ასევე ცნობილია ის გამოწვევები, რაზეც საუბარია ანგარიშში, ვინაიდან ჩვენ უშუალოდ ვმუშაობთ ამ პრობლემებზე. სახალხო დამცველის რეკომენდაციები კი გვეხმარება, რომჩვენი სამუშაოუფრო მეტად ეფექტურად განვახორციელოთ. ჩვენ გვაქვს პროგრესი და ეს ასახულია ანგარიშშიც, მიუხედავად ამისა,კვლავ რჩება გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით“,- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მიმოხილულია ომბუდსმენის საქმიანობა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის მიმართულებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში. სახალხო დამცველი ასევე არის დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. (NS)
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)