2017-06-07 15:13:57, 2400 ნახვა
მსოფლიო
ირანში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
ირანის პარლამენტსა და მავზოლეუმზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მესამე ტერაქტის აღკვეთა შეძლეს.
როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია აღნიშნულ 12 გარდაცვლილთა შორის არიან თუ არა თავდამსხმელები.
BBC-ის ცნობით, 4 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირანის დედაქალაქ თეირანში პარლამენტის შენობაში ტერორისტები შეიჭრნენ. თავდამსხმელებმა შენობაში მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძევლად 5 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი. პარალელურად კიდევ ერთი თავდასხმა იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე განხორციელდა, სადაც ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაშავდა 5 ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან