|
2017-06-07 13:12:47, 2206 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: იმედი მაქვს, ერთ დღეს ვიცხოვრებთ იმ ხანაში, სადაც კანონპროექტები კარგად გააზრებული პროცესის შედეგი იქნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოება, რამდენიმე წელია, თითოეული სამინისტროს, მინისტრებისა, თუ პარლამენტის წევრთა მიზანია. როგორც წულუკიანმა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე ორ დღიან კონფერენციაზე „სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესი დინამიური, თანმიმდევრული და ფრთხილი უნდა იყოს. „რაც შეეხება ახალ კანონებს, პროექტებს, რომლებსაც იმუშავებს ხელისუფლება და მომავალი თაობების ხელისუფლებები შეიმუშავებენ, მათ უკვე წინმსწრებად ვუყენებთ გარკვეულ პირობებს იმისთვის, რომ ჩვენ უკვე მიღებული კანონის დაახლოება კი არ მოვახდინოთ ევროკავშირის სამართალთან, არამედ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს იმ პროექტებს, რომლებიც უკვე არის ამ ფილტრში გატარებული. სწორედ ამიტომ, 3 წლის წინ იუსტიციის სამინისტროში შევქმენით ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი, რომელიც ძლიერდება დონორებისა და პარტნიორების დახმარებით. ჩვენ როგორც იქნა დავასრულეთ მუშაობა და დღეს გვაქვს სახეზე ორი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი- ნორმატიული დაახლოების სახელმძღვანელო და დაახლოების პროცესის მეთოდოლოგია. ჩვენი საბოლოო მიზანია, ყველა უწყებაში დაახლოების სამუშაო ერთნაირად ხდებოდეს. ეს ტიტანური სამუშაო ჩატარდა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. მომავალში კიდევ ვგეგმავთ პროგრესს ამ პროცესში“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. მან საქართველოში მთარგმნელობით სფეროში არსებულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით სამართლებრივ მთარგმნელობით საქმიანობას ეხება: „ალბათ, ცოდვები აღიარებული სჯობს და თუკი რაიმე სფეროში გვაქვს პრობლემა საქართველოში, ეს არის მთარგმნელობითი სფერო, მითუმეტეს სამართლებრივი მთარგმნელობითი საქმიანობა. არ არსებობს ლექსიკონები, არ არსებობს სტანდარტი, დადგენილი ესა თუ ის ტერმინი, როგორ ითარგმნება. ყველა თარგმნის თავისებურად. ამ პროცესის გასაუმჯობესებლად ჩვენ დაახლოებით 3 წელიწადნახევრის წინ, ვთქვით, რომ საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი უნდა გამხდარიყო ის ადგილი, სადაც ქართული კანონები ითარგმნებოდა ინგლისურად, ინგლისურიდან ქართულად ითარგმნებოდა დირექტივები და სხვა ევროპული ნორმები. ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი უკვე არის კარგი ინსტრუმენტი დაახლოების პროცესში. იმედი მაქვს, ერთ დღეს დავიწყებთ იმ ხანაში ცხოვრებას, სადაც კანონპროექტები ციდან კი არ ჩამოვარდება, არამედ იქნება კარგად გააზრებული პროცესის შედეგი. წინასწარი ანალიზი იქნება იმისა, კანონს რომ მიიღებ, რას მიიღებ წელს, გაისად და რამდენიმე წელიწადში " ,-აღნიშნა წულუკიანმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)