|
2017-06-06 14:43:38, 2373 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე ინფექციური საავადმყოფოს აშენება იგეგმება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე აშენდება. როგორც მან ჟურნალისტებს მედპერსონალის აქციასთან დაკავშირებით განუცხადა, იდეალურ შემთხვევაში, მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, პაციენტების მიღება შესაძლებელი იქნება. „ჩვენ გამოყოფილი გვქონდა შენობა, გამოყოფილი გვქონდა ბიუჯეტი და მზად გვქონდა პროექტი, ეს შენობა იყო სანზონაში, ყოფილი კარდიოლოგიური ინსტიტუტის შენობა. გესაუბრებით 3 წლის წინანდელ სტატუსზე. სამწუხაროდ, იქ რეკონსტრუქციის დაწყება არ მოხდა, რადგან რამოდენიმე ათეული სოციალურად დაუცველი იყო შეჭრილი და იქ ცხოვრობდა. ამიტომ, ეს მიმართულება ვერ განხორციელდა. მეორე, ჩვენ ვთავაზობდით და ვთავაზობთ დღესაც ამ ცენტრს, რომ მივცემდით იჯარის თანხას და ნებისმიერი სხვა შენობა მოეძებნათ ახალი შენობის აშენებამდე. სამწუხაროდ, ესეც არ მოხერხდა. შესაბამისი შენობა ვერ მოძებნეს, რომელიც იმ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. დღეს გვაქვს ასეთი სტატუსი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გამოყოფილია მიწა ჰექტარ ნახევრამდე თუ სწორად მახსოვს, სახელმწიფო საკუთრება, ამ ნაკვეთზე ჩვენ, სახელმწიფო, ვაპირებთ, რომ ავაშენოთ ინფექციური საავადმყოფოს შენობა. ახლა არის პროექტირების სტადია. იდეალურ შემთხვევაში, მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ იქნება პაციენტების მიღება შესაძლებელი. ვფიქრობ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“,-განაცხადა დავით სეგეენკომ. ცნობისთვის, დღეს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მედპერსონალმა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)