06:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 13:03:04, 2228 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი დე ლანოის შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი დე ლანოის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. 

მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ საუბრისას, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან დაწყებული ახალი პროგრამა აღნიშნული გეგმის პრიორიტეტებზეა დაფუძნებული, რაც ფონდის მხრიდან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნდობის დადასტურებაა.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოსთან ახალი პროგრამის მიმდინარეობის განვითარება და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებით გაგრძელდება.

შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

ვიზიტის ფარგლებში, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics